დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან, ჩინელი ტურისტების სტატისტიკა საკმაოდ მზარდია - Pullman Tbilisi Axis Towers-ი

უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან, ჩინელი ტურისტების სტატისტიკა საკმაოდ მზარდია - Pullman Tbilisi Axis Towers-ი

2024-03-28 12:00:00

ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლამ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობაზე ასახვა უკვე დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-ს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ უთხრა, ჩინელი ტურისტების საკმაოდ მზარდი სტატისტიკაა და არსებული ჯავშნების მიხედვით აპრილიდან მათი რიცხოვნობა ისევ გაიზრდება. 

„უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან, აღინიშნება ჩინელი ტურისტების საკმაოდ მზარდი სტატისტიკა. მიმდინარე წლის ციფრებზე დაყრდნობით,  Pullman Tbilisi Axis Towers-ის სტუმრების TOP-5-ში სტაბილურად მესამე ადგილი უჭირავს ჩინეთიდან შემოსულ ვიზიტორებს და აპრილიდან უკვე აქტიურად იწყება ტურ-სერიები, რომელიც გასტანს ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა თათია ჩიკვაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი 2024 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი გახდა, სადაც საქართველოს პოპულარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ჩინელი ტურისტები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და ნამდვილად ძალიან სასურველი ტურისტები არიან და გამოირჩევიან შორ დისტანციაზე მოგზაურობით, ხანგრძლივი დასვენებით და შესაბამისად, მაღალმხარჯველუნარიანობით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ძალიან აქტიურად დაიწყებს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას, როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ბიზნესის დაახლოების მიზნით. ჩვენ წავიყვანთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში, დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებაში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს, ერთობლივად გაცვლით ტურებს მოვაწყობთ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდად ჩინეთიდან საქართველოში“,- ამის შესახებ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ რამდენიმე თვის უკან გააკეთა. 

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წელს საქართველოში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა 555%-ით გაიზარდა.

2023 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48,304 საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა, 2022 წელს კი 7,380 საერთაშორისო ვიზიტორი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები