დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზამთრის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ზამთრის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-02-12 10:17:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის სტატისტიკის ანგარიში მიმოიხილა. 

გიორგი აბაშიშვილმა საკუთარ რუბრიკაში განაცხადა, რომ 2024 წელს არის მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონი 2023 -თან შედარებით უკეთესი იქნება. 

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვყნა საინტერესო ანგარიში სადაც ჩვენ ვიგებთ თუ რითი არიან ვიზიტორები დაკავებული საქართველოში და რა თანხებს ხარჯავენ და სად ხარჯავენ ამ თანხებს, რომელიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირველ რიგში აღნიშნული ანგაირშიდან ჩვენ ვიგებთ რომ საქართველოში ვიზიტორები არიან ის ადამინები რომლებიც ჯამში ხანგრძლივად რჩებიან ქვეყანაში - ისინი უპირატესად ჩამოდიან დასვენებისთვის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, გართობისთვის და ძალიან ცოტაა ის ადმიანი ვინ საქართველოს სატრანზიტო ნაწილად იყენებს მაგრამ ესეც შემოსავლის ნაწილია ბუნებრივია, ძირითადი ხარჯების ნაწილიც მოდის სწორედ განთავსებაზე შოპინგზე და ა.შ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ  ტურისტები რომლებიც საქართველოს ტოვებენ კვლევის მიხედვით 95% ასახელებს რომ არის კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია.  

„კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნაწილი, მოგეხსენებათ რომ გუშინ და გუშინწინ ორი დღის განმავლობაში ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპს კიკროსის სახეობაში - ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მანამდე რამოდენიმე დღის წინ გუდაურმა უმასპინძლა მსოფლიო თასის კიდევ ერთ ნაწილს ეს იყო სნოუბორდში ამ შემთხვევაში.

ბუნებრივია, სპორტულ შედეგებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ერთი რაც უნდა აღინიშნოს არის ის რომ აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატების ეტაპების მასპინძლობით საქართველო მოინიშნა მსოფლიო რუკაზე წამყვანი ტურისტული ქვეყნების გვერდით და ჩვენ სწორედ ზამთრის ტურიზმზე ვსაუბრობთ და ლოგიკურად გადავალთ ამ ნაწილზე უფრო აქცენტირებულად - პირველ რიგში უნდა არინიშნოს, რომ მთლიანად 2023 წელი ტურიზმისთვის იყო განსაკუთრებულად აქტიური თუმცაღა, როცა ჩვენ ზამთრის ტურიზმის ნაწილზე ვსაუბრობთ აქ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო გადავიდა სრულიად სხვა ეტაპზე, სხვათაშორის ბინეს ინსაიდერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა რომ 300 მლნზე მეტი იყო ჩადებული ბაკურიანის იმ ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ და აღნიშული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე დღეს ბაკურიანის სათხილამურო ინფრასტურტურა უტოლდება თუნდაც შვეიცარიის და იტალიის ანალოგიური კურორტების მაჩვენებლებს და შესაბამისად ფიქსირდება მათ გვერდით რაც არის უპრეცედენტო ფაქტი. 

ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ ველით მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტებს რომლებიც შემოსავლებში უნდა აისახოს თავისთავად ცხადია.  

და კიდევ ერთი რასაც ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავდა იყო ის რომ გააქტიურებულია ურთიერთობა ევროკავშირიდან ტურისტების მოზიდვის მიმართულებით - პირველ რიგში ზამთრის კურორტებზე საუბრისას ჩვენ ავიღეთ პირველი კვარტლის მონაცემები ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ იანვარი, თებერვალი, მარტი არის ყველაზე აქტიური და ყველაზე კარგი შესადარებელი ამ თვალსაზრისით - ჩვენ ვხედავთ მაგალითად, 2022 წლის I კვარტალს 576 503 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს და 2023 წლის I კვარტალში 1 203 462-ს.

დარწმუნებული ვარ რომ ის ჩემპიონატები, რომლებიც გაიმართა გასულ კვირებში  გუდაურსა და ბაკურიანში, ჩვენ მოგვცემს საშუალებას 2024 წელს  უფრო მაღალ ციფრებზე ვისაუბროთ. 

ასევე მესტიაში იგეგმება საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი. და ევროკავშირი რომელიც მე ვახსენე და რაზეც მინისტრის მოადგილეც საუბრობდა ვხედავთ, რომ ევროკავშირის შემთხვევაშიც ვიზიტორების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, სხვათაშორის 2023 წელს 2022-თან შედარებით არამხოლოდ ზამთრის არამედ მთლიანი წლის ჭრილში გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირიდან.

ასევე მეორე სლაიდიც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია თუ რას ვიღებთ ტურიზმიდან - ხშირად არის ამ თემაზე საუბარი შემოსავლების ნაწილმა ამ კუთხით 4 მლრდს- აშშ დოლარს გადააჭარბა, რომელიც საქართველოსთვის არის საკმაოდ სოლიდური ციფრი, თუმცა მინდა ავღიშნო რომ ეს მოხდა იმ შემთხვევაში როცა ჩვენ 3 სტრატეგიული ბაზრიდან გვაქვს უდიდესი შეფერხება ან შეწყვეტა - ჩვენი პარტნიორი უკრაინა, ისრაელი რომელიც პრაქტიკულად მესამე კვარტალში დავკარგეთ და აზერბაიჯანი, რომლის სახმელეთო საზღვარი პრაქტიკულად დაკეტილია კოვიდ პანდემიის შემგომ და მხოლოდ შეზღუდულად საჰაერო გზით ვიღებთ ტურისტებს. ცხადია, უკეთესი იქნება შემდეგი წელი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვლმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები