დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
$2 მილიარდი არ არის შთამბეჭდავი რიცხვი - ზვიად ხორგუაშვილი ინვესტიციებზე

$2 მილიარდი არ არის შთამბეჭდავი რიცხვი - ზვიად ხორგუაშვილი ინვესტიციებზე

2023-03-10 17:59:58

როცა $2 მილიარდიან ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, ამ ეფექტის დასანახად, ერთად-ერთი სწორი გათვლაა, რომ ეკონომიკასა და წინა წლების მონაცემებს შევადაროთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მცირე ზომის ეკონომიკისთვის დიდი ინვესტიცია ბევრს ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში $2 მილიარდი არ არის შთამბეჭდავი.

„საქართველოს შემთხვევაში რომ ჩავშალოთ, $2 მილიარდის ინვესტიცია სამწუხაროდ არ არის კარგი რიცხვი. ერთ-ერთი კარგი პერიოდი ამ კუთხით  2006-2007 წლებსა და  2008 წლის პირველ სამ კვარტალში გვქონდა, როცა ინვესტიციები ეკონომიკასთან მიმართებით 20% -ს აღწევდა.

შემდეგ სამწუხაროდ ინვესტიციები მშპ-სთან 10%-ის ფარგლებში მერყეობდა და ახლაც რომ შევაფარდოთ შესაძლოა, უფრო ნაკლებიც კი იყოს“, - ამბობს ხორგუაშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა, $2 მილიარდი წინა წლებში ინვესტიციების მაჩვენებელთან  შედარებით ნომინალში მაღალია, (რადგან ამ სეგმენტზე პანდემიას ჰქონდა გავლენა), მაგრამ შთამბეჭდავი არ არის.

ამასთან, ფინანსისტი აღნიშნავს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში სპეციალური პოლიტიკა უნდა გატარდეს.

„არ მახსენდება რამე გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ნაკადის  მოსაზიდად მიიღეს. მაგალითად ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება, რაც ქვეყანას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის. ვერ ვიტყვით, რომ არსებულ პოლიტიკას ინვესტიციები შემოაქვს. სამწუხაროდ ეს ბევრი წელია არ ხდება“, - აღნიშნავს ხორგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა.პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები