დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები ₾10.8 მილიარდს გაუტოლდა - საქსტატი

2022 წელს ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები ₾10.8 მილიარდს გაუტოლდა - საქსტატი

2023-02-14 13:17:53

საქსტსტის მონაცემებით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 297.7 ლარი შეადგინა. 

 

 

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 69.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

 

 

2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 53.6 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა კი განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 2.6 მილიონი და 2.1 მილიონი ვიზიტი.

„2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.9 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები