დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილების რეიტინგი

2023 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილების რეიტინგი

2024-01-13 16:00:00

ბრიტანეთში Car Design Peoples Awards 2023-ის ფინალისტები გამოავლინეს. კონკურსის ჟიურიმ ყველაზე ლამაზი ახალი მანქანები დაასახელა. ამის შესახებ AutoExpress იტყობინება.

2023 წელს, Car Design Peoples Awards-მა დაამატა ორი ახალი ნომინაცია: „წლის კონცეპტუალური  დიზაინის მანქანა“ და ნომინაცია „ცხოვრებისეული მიღწევისთვის“. ეს უკანასკნელი ჯილდო მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ავტო ინდუსტრიის განვითარებაში.

კონკურსის გამარჯვებულებს 16 ცნობილი დიზაინერისგან შემდგარი კომისია ადგენს. წლევანდელ ჟიურიში შედიოდნენ Jaguar Land Rover-ის დიზაინის დირექტორი მასიმო ფრასელა და Volvo Cars-ის ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი ლიზა რივზი.

2023 წლის საუკეთესო სერიული წარმოების მანქანის დიზაინის კატეგორიაში 10 მოდელი იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული ელექტრომობილი  Polestar 4  გახდა. ექსპერტებმა აღნიშნეს ახალი პროდუქტის დიზაინში ზოგიერთი თამამი გადაწყვეტილება, მათ შორის ცალკე ფარები და უკანა შუშის არარსებობა.

"წლის კონცეპტუალური მანქანის დიზაინის" ჯილდო Dacia Manifesto-ს გადაეცა. ეს არის კომპაქტური გამავლობის ელექტრომობილი ფუტურისტული დიზაინით. კონცეპტუალურმა მანქანამ მოახერხა და Citroen Oli-სა და Mercedes Vision One-Eleven-ს აჯობა.

General Motors Design-ის პირველმა ხელმძღვანელმა ედ უელბერნმა, მოიგო  ჯილდო „ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“. ის პენსიაზე 65 წლის ასაკში, 2016 წელს, კომპანიაში 40 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ გავიდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები