დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღვინისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდის შანსი გაჩნდა - გვანცა მელაძე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღვინისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდის შანსი გაჩნდა - გვანცა მელაძე

2023-03-16 16:16:59

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული ღვინისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდის შანსი გაჩნდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძემ განუცხადა.

„ამ ეტაპზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადის ცოცხალი ცხვარი, თხილი, მოცვი, ოქრო და გარკვეული სამედიცინო პრეპარატები. თუმცა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ იმ პროდუქტების გარდა რაც გაგვაქვს შესაძლებელია ასევე მინერალური წყლის, ხილის წვენებისა და ღვინის ექსპორტირება. ბოლო მონაცემებით, საამიროებში ალკოჰოლზე რეგულაციები შემსუბუქდა და ამ მიმართულებით ბაზარი საკმაოდ მიმზიდველი გახდება“, - ამბობს მელაძე. ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საამიროებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით საქართველომ მარკეტინგული კამპანია უნდა გააძლიეროს.

„ღვინის ბაზარი ზოგადად ძალიან კონკურენტულია და მარტივი არაა შესვლა, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში. თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი სტრატეგიის შემთხვევაში საკმაოდ დიდია შანსი რომ ამ ბაზარზე ღვინის ექსპორტი გაიზარდოს“, - ამბობს მელაძე.

ამასთან, ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოიკვეთა, რომ შესაძლებელია, არაბთა გაერთიანებული საამიროებში მეტი ნედლი ბოსტნეულის მაგალითად, პომიდვრისა და მწვანილის შეფუთული სახით გატანა.

„თბილისიდან საჰაერო სატრანსპორტო გადაზიდვების საშუალება არის, თუმცა ნედლი ხილი და ბოსტნეული სასურველია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან გავიტანოთ. მთავარია კარგო ტერმინალი ამოქმედდეს, რისი პროექტიც არსებობს. თუ ქუთაისიდან მოხდება საექსპორტო გადაზიდვები ეს ბევრად უფრო გააიაფებს, გაამარტივებს და გაზრდის ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ეს ფაქტი კარგად დაემთხვევა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებას“, - აცხადებს მელაძე.

ამასთან, მელაძე ამბობს, რომ შესაძლებელია, ორ ქვეყანას შორის მომსახურების ექსპორტიც გამარტივდეს. კერძოდ, საქართველომ დასავლეთის ქვეყნებიდან ის კომპანიები მოიზიდოს ვისაც საამიროებში ოფისების გახსნა და ხალხის დასაქმება სურს და შესაბამისი სერვისი შესთავაზოს.

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართველი მეწარმეები, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობასაც შეძლებენ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სავარაუდოდ ძალაში 2024 წლის ბოლომდე შევა. 

საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს იქნება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც საქონლით მომსახურებასაც გულისხმობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები