დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვა 16%-ით გაიზარდა

ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვა 16%-ით გაიზარდა

2024-03-07 10:08:00

2023 წელს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტმა CJSC (ბაქოს პორტი) 7,4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანა. წლიურ ჭრილში ზრდა 16%-ია.

ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ტვირთბრუნვის მთლიანმა მოცულობამ 2022 წელს 6 მილიონ 314 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 13,6%-ით მეტია.

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი აზერბაიჯანის სატრანსპორტო სქემის მთავარი კერაა და თავისუფალი სავაჭრო ზონაა გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი კომპანიებისთვის.

ამჟამად ფუნქციონირებს საბორნე ტერმინალი, მშრალი ტვირთის ტერმინალი და Ro-Ro ტერმინალი, რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდა სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში.

პორტის სიმძლავრე 15 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი და 100 000 კონტეინერია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები