დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარი მიკრობანკების მოლოდინშია - რა შეიცვლება

ბაზარი მიკრობანკების მოლოდინშია - რა შეიცვლება

2023-03-17 15:00:32

მომავალი წლიდან საფინანსო ბაზარზე მიკრობანკები გამოჩნდებიან. ეს ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ეროვნული ბანკი განსხვავებული პრინციპით დაარეგულირებს.

მიკრობანკების ძირითად ფუნქციას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს.

როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, 3-4 ორგანიზაცია უკვე მზადაა, შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად.

მიკრობანკს რამდენიმე ფუნქცია ექნება, მაგრამ მთავარი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაა. იგივეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთ-ერთი დანიშნულებაც,  მაგრამ მიკრობანკებს მათზე მეტი შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსების წყაროს მოზიდვისა და ბაზარზე ოპერირებისთვის.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით მიკრობანკს ექნება  საშუალება ჩაერთოს და სრულად მიიღოს ის სერვისები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ოპერაციებთან არის დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ანგარიშების გახსნისა და დეპოზიტების მიღების უფლება ექნებათ, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით.

უცხოურ ვალუტასთან მიმართებაშიც შეზღუდვა იმოქმედებს. მიკრობანკები  სესხს მხოლოდ ლარში გასცემენ“, - ამბობს ძნელძე. მისივე თქმით, მიკორბანკებს სტანდარტული ლიცენზიისგან განსხვავებით,  კონკრეტული პროფილური ტიპის ლიცენზია აქვთ.

„ეს გულისხმობს, რომ საკრედიტო პროფილის გარკვეული ნაწილი, 70% უნდა იყოს მიკროსესხებში დაბანდებული“, - განმარტავს ძნელაძე. Business Insider Georgia - თან საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიკრობანკზე იმოქმედებს ასევე  სხვა ტიპის შეზღუდვები, „კერძოდ, თუ მიკრობანკს აქვს  გარკვეული აქტივების მოცულობა დაგირავებული, მას დეპოზიტების მოზიდვის უფლება არ ექნება, რაც რისკებისგან დაცვას ითვალისწინებს“.

,,შეზღუდვა მიმართულია იმისკენ, რომ მიკრობანკის გაკოტრების შემთხვევაში დეპოზიტარს არ შეექმნას საფრთხე, რადგან ეს აქტივები გამოიყენება სხვა სესხის უზრუნველყოფად, შესაბამისად დეპოზიტარებისთვის შეიძლება აღარ დარჩეს აქტივი. აქედან გამომდინარე, მიკრობანკები  დეპოზიტის მიღების უფლებით ვერ ისარგებლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები მაქსიმალურად არიან ჩართული ყველა სერვისის მიწოდებაში, მიკრობანკებისადმი  ინტერესი საკმაოდ მაღალია. უკვე ცნობილია გარკვეული კომპანიები, რომლებმაც ლიცენზიის მიღების სურვილი გამოთქვეს. ასეთი 3-4 კომპანიაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ არის 15 ლიცენზია, ერთი ციფრული ბანკის, რომელიც ჯერჯერობით სრულად არ ამოქმედებულა, მაშინ საწყის ეტაპზე საბანკო ბაზარზე 3-4 მიკრობანკი რეალურად შეიძლება ბევრიც იყოს“, - აღნიშნავს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, „მიკრობანკების შესახებ“ კანონი მიღებულია, თუმცა ეროვნულ ბანკს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოსაცემად დრო 2023 წლის 1 -ელ ივლისამდე აქვს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას ვერ შეძლებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქტივები დაგირავებული აქვთ.

კერძოდ, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მიკრობანკის ლიცენზიის სურველებს, არაუგვიანეს 2 წლისა დაგირავებული აქტივები არ უნდა ერიცხებოდეს.

2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები