დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 5 წელიწადში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები ₾3.3 მილიარდიდან  ₾6 მილიარდამდე გაიზარდა - PMCG

ბოლო 5 წელიწადში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები ₾3.3 მილიარდიდან ₾6 მილიარდამდე გაიზარდა - PMCG

2023-04-11 14:10:49

რეგიონულ დონეზე შემწეობის მიმღები ოჯახების დინამიკის შესახებ PMCG-მ კვლევა გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა, რომ 2018 წლიდან 2019 წლამდე, აჭარის, გურიის, სამეგრელოზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის გარდა დანარჩენ რეგიონებში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წილი შემცირდა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები ოჯახების წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა აჭარაში (8.3 პროცენტული პუნქტით), ყველაზე მცირე - თბილისში (4.1 პროცენტული პუნქტით).

საერთო ჯამში, გაანალიზებულ პერიოდში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა

  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%),
  • სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%),
  • ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%).

PMCG-მ კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები თანდათან გაიზარდა (3.3 მილიარდი ლარიდან 6 მილიარდ ლარამდე).

„შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.

სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად გაანალიზებულ პერიოდში გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე.

საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 20% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დაბალი რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საარსებო შემწეობის ხარჯები 27%-ით გაიზარდა. ეს ზრდა გამოიწვია საარსებო შემწეობის საფინანსო პაკეტის მთლიანმა ზრდამ. გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის წილი სოციალური პროგრამების ხარჯებში 7.2%-დან 10%-მდე მერყეობდა. 

2018 წლიდან 2022 წლამდე საშუალო თვიური საარსებო შემწეობა ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 292 ლარიდან 314 ლარამდე.

ამ მაჩვენებლების შედარება ცხადყოფს, რომ გაანალიზებულ პერიოდში საშუალო თვიური საარსებო მინიმუმი საშუალოდ 51%-ით აღემატება საშუალო თვიურ საარსებო შემწეობას“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები