დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოსტნეული და ბაღჩეული - 28%-ით, პური და პურპროდუქტები -16.8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 13.6%-ით გაძვირდა

ბოსტნეული და ბაღჩეული - 28%-ით, პური და პურპროდუქტები -16.8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 13.6%-ით გაძვირდა

2023-04-03 11:12:29

2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8 პროცენტი),

პური და პურპროდუქტები (16.8 პროცენტი),

რძე, ყველი და კვერცხი (13.6 პროცენტი),

თევზეული (10.9 პროცენტი),

ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1 პროცენტი),

ყავა, ჩაი და კაკაო (8.7 პროცენტი),

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური  ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები