დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით - UAE-ს ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი

დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით - UAE-ს ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი

2023-03-17 17:45:53

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში განხორციელებული აქვს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციები და არსებობს უფრო მეტის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის და სასტუმროების მიმართულებით, რითიც ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის დაინტერესებული, - ამის შესახეებ ჟურნალისტებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა განუცხადა. 

„ასევე არსებობს ინტერესი სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების წარმოების სფეროებში ინვესტიციების მიმართულებით. სურსათის წარმოების მიმართულებით ჩვენი კომპანიები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, არიან დაინტერესებული საკუთარი ბიზნესების გაფართოებით.

ჩვენ ამასთანავე ვართ დაინტერესებული საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა შესახებაც ბიზნეს საბჭოს ფორმატში ვისაუბრებთ და უფრო კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პარტნიორობის დაახლოება და მისი შემდეგ საფეხურზე გადასვლა”, - განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები