დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება - მთის ტრასების სააგენტო

დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება - მთის ტრასების სააგენტო

2023-02-16 10:07:12

მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება.

„დღეს, 09:00-18:00 საათამდე, სრიალის ყველა მსურველისთვის, ღია იქნება სასრიალო ტრასა - კოხტა პლატო და შესაბამისად, “კოხტა-პლატოს” საბაგირო. დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხება“, - წერს მთის ტრასების სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს, პირველი ოფიციალური ვარჯიში კოხტას არეალზე, 10:20 საათიდან დაიწყება, ქალებსა და კაცებში არეალსის დისციპლინაში.

არეალსის პირველი ფინალი 19 თებერვალს გაიმართება..

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები