დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საბანკო ასოციაცია საკუთარი ფინანსების დაცვის მიზნით რჩევებს გვაძლევს

საქართველოს საბანკო ასოციაცია საკუთარი ფინანსების დაცვის მიზნით რჩევებს გვაძლევს

2023-06-17 20:06:14

მონაცემების ავტომატურად დამახსოვრება ბროუზერში ხორციელდება Autofill ფუნქციის მეშვეობით.  დიდი ალბათობით, სახლში არსებულ საზიარო კომპიუტერზე (რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, შვილები, შვილის მეგობრები და შესაძლოა მეზობელიც იყენებთ) რომელიმე ბროუზერში დამახსოვრებული გაქვთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. შესაძლოა ეს მოწყობილობა არც პაროლით გაქვთ დაცული და არც ოპერაციული სისტემის განახლებას აკეთებთ სისტემატიურად, რათა კიბერსაფრთხეებისგან დაიცვათ ის.

აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ Autofill-ის გამოყენება კი არ წარმოადგენს ძირითად პრობლემას და ზოგადად, იმ ბროუზერის მიმართაც არ გვაქვს უნდობლობა, სადაც დამახსოვრებული გვაქვს სხვადასხვა, მათ შორის საბარათე მონაცემები. ამ შემთხვევაში, სხვა საფრთხეზე უნდა ვიფიქროთ - კიბერთაღლითზე, რომელსაც  ფიშინგ შეტევის მეშვეობით თქვენს საზიარო მოწყობილობაში შეღწევა და ბროუზერში დამახსოვრებულ მონაცემებზე წვდომის მოპოვება შეუძლია. თუ ჩვენ მოწყობილობაზე Autofill გვაქვს აქტიური, თაღლითურ/ყალბ გვერდზე არსებული ტექსტური ველები შესაძლოა ავტომატურად შეივსოს ყველა იმ მონაცემით, რაც დამახსოვრებული გვაქვს (მისამართი, ტელეფონი, საბარათე მონაცემები). გარდა ამისა, ხშირად საბარათე მონაცემებს ვიმახსოვრებთ მათ შორის ვიდეოთამაშების მოწყობილობა თუ აპლიკაციაში და შემდეგ გაუთვიცნობიერებლად ბავშვები ყიდულობენ ვიდეოთამაშების აქსესუარებს, გმირების აღჭურვილობას თუ სხვა და ბარათის მფლობელი აღნიშნულის შესახებ იგებს მხოლოდ თანხის ჩამოჭრის sms-ის მიღების შემდეგ, ან სულაც შესაძლოა ვერ მიხვდეს უცებ, თუ რა ტრანზაქცია განხორციელდა.

აღნიშნული პოტენციური კიბერსაფრთხეებისა თუ გაუთვიცნობიერებული შესყიდვების შესამცირებლად, საქართველოს საბანკო ასოციაცია გირჩევთ: 

1. ბარათის დამახსოვრება ბროუზერში საკმაოდ კომფორტულია და დროის დამზოგველი, თუმცა სასურვევლია იმ მოწყობილობაზე, რომელსაც თქვენ გარდა ოჯახის სხვა წევრები იყენებენ, საბარათე მონაცემები არ დაიმახსოვროთ (გამორთეთ Autofill ფუნქცია);

2. პერიოდულად განაახლეთ ბროუზერი და ყველა თქვენი მოწყობილობა

3. თვეში ერთხელ შეამოწმეთ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, არაავტორიზებული ტრანზაქციების გადასამოწმებლად/დასაიდენტიფიცირებლად;

4. შვილებს, ოჯახის წევრებს ვასწავლოთ, რომ უცხო ბმულებს, შეთავაზებებს არ უნდა დააჭირონ.

5. ვიდეოთამაშებთან ან მობილურში თამაშებთან მიმართებით,  ე.წ. In-game purchases წარმოადგენს საფრთხეს: თუნდაც უფასო თამაშზე შესაძლოა იყოს ბევრი ფასიანი ფუნქცია. ასეთი შესყიდვების თავიდან არიდების მიზნით:

ა) IOS მოწყობილობებზე გააქტიურეთ Ask To Buy ფუნქცია

b) Android მოწყობილობებზე, Play store-ში  Require Authentication for All Purchases (ამის შემდეგ მოწყობილობის მფლობელს მოუწევს პაროლის შეყვანა ყოველ ჯერზე, როდესაც ყიდვის მცდელობა დაფიქსირდება).

7. გაასუფთავეთ ბროუზერი (Clear browsing data), რათა წაშალოთ თქვენი ციფრული კვალი და დამახსოვრებული მონაცემები.

 

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები, ფარული საფრთხეების შესამცირებლად და ასევე, იმპულსური და არაავტორიზებული ონლაინ შესყიდვების თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეთ, თქვენი ფინანსების უსაფრთხოება თქვენ ხელშია!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები