დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია - კობა გვენეტაძე

ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია - კობა გვენეტაძე

2023-02-27 14:34:54

სებ–ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 წლის შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ განმარტა, თუ როგორ ეროვნულ ბანკს უტოვებს შემცვლელს. 

„იმასთან დაკავშირებით, რა იყო და ახლა როგორ ეროვნულ ბანკს გადავაბარებ ჩემს შემცვლელს, ალბათ სულ რამდენიმე მიმართულებას დავასახელებდი ძალიან მოკლედ: 

ეს არის კიდევ უფრო სტაბილური სექტორი, არის გაცილებით მაღალი კომუნიკაცია, რაც ცენტრალურ ბანკს თავისი პოლიტიკის გატარებაში ეხმარება. შემცირებულია დოლარიზაცია, რაც ნიშნავს ქვეყნისთვის შემცირებულ ფინანსურ რისკებს. არის ორიენტაცია ფინანსურ განათლებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, რომელიც ძალიან წინ წავწიეთ და კიდევ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.  რეზერვები ისტორიულად მაღალია. სამწუხაროდ ინფლაცია, ისევე როგორც მსოფლიოში, ჩვენთანაც უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია. თუმცა უკვე აქვს დაღმასვლის ტენდენცია და იმედი მაქვს ეს ასე გაგრძელდება. ბოლოს ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკს აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე საქმიანობის ვადა 2 მარტს ეწურება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები