დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფრენების აღდგენის შემდეგ რუსი ტურისტების მხრიდან სასტუმროებზე მოთხოვნა, ცენტრალურ უბნებში გაიზრდება  -  „ინნ ჯგუფი“

ფრენების აღდგენის შემდეგ რუსი ტურისტების მხრიდან სასტუმროებზე მოთხოვნა, ცენტრალურ უბნებში გაიზრდება - „ინნ ჯგუფი“

2023-05-16 03:00:28

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების ნაკადის ზრდას ელიან.

როგორც ,,ინნ ჯგუფის" ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია Business Insider Georgia - ამბობს, მოთხოვნა განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე სასტუმროებზე გაიზრდება.

,,პროგნოზი ნაადრევია, რადგან ჯერ არ ვიცით, როგორ გააქტიურდება ფრენები და ავიაკომპანიები ინტერესს რამდენად გამოიჩენენ. დიდი ალბათობით, ეს ინტერესი გამოიკვეთება, რასაც ლოგიკურად მოჰყვება რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაც.

სახმელეთო გზით ისინი ისედაც შემოდიან საქართველოში, მაგრამ ფრენების დაშვების შემთხვევაში მეტად შეეცდებიან საქართველოში დასვენებას.

როგორც ცნობილია, რუსი ტურისტები ძირითადად ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, ამიტომ მოთხოვნა უფრო ცენტრალურ უბნებში არსებულ სასტუმროებზე გაიზრდება. კონკრეტულად ,,ინნ ჯგუფს", რომელიც რეგიონებში ოპერირებს, ცვლილება ნაკლებად შეეხება", - აცხადებს ერეკლე კოკაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს აღადგენს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები