დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „აუგუსტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში „აუგუსტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

2024-05-08 18:00:00

ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდი ,,აუგუსტი" ქსელს აფართოებს. კომპანიამ მერვე ფილიალი თბილისში, ბელიაშვილის 43 ნომერში გახსნა, სადაც მომხმარებელს გარდა სტანდარტული ასორტიმენტისა, ასევე ადგილზე დამზადებული არტიზანული პიცა დახვდება.

„2023 წელს გავხსენით ორი ფილიალი, აღმაშენებლის გამზირსა და კრწანისის ქუჩებზე. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა.  აუგუსტი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოებს აერთიანებს, როგორიცაა პურ-ფუნთუშეულის საწარმო და სამზარეულო, ასევე ვფლობთ ხილის გადამამუშავებელ საწარმოს.

ჩვენს ფილიალებში იყიდება კომპანიის მიერ წარმოებული კომპოტი, ჯემები, წვენები და ხილის სხვა ნაწარმი. საწარმოში მზადდება არტიზანული პური, ფრანგული ხაზი-კრუასანები, ფუნთუშები, სალათები და სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღე, დღეში ორჯერ იგზავნება აუგუსტის ფილიალებში“, - ამბობს Business Insider Geoorgia-სთან „აუგუსტის“ თანადამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე.

ამ ეტაპზე აუგუსტი 8 ფილიალით არის წარმოდგენილი და 5 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები