დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის  აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა

ქუთაისის  აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა

2023-03-28 09:46:55

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ,,სმარტის“ შედარებით მცირე ზომის კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა.

ახალი მარკეტის ტიპის კვების ობიექტი. ე.წ. Convenience store, ამჯერად გაფრენის დარბაზში, მარცხენა მხარეს 125 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული.

„სმარტი“ მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტში ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებს, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულსა და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას  სთავაზობს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ,,სმარტის“ სუპერმარკეტი ამჯერად გაფრენის დარბაზში შეემატა, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება, ვინც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ან პირიქით მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას-," განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი  წარმატებით ფუნქციონირებს.

„სმარტის“ 24 საათიანი მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები