დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოთხოვნა არატურისტულ სეზონზეც მაღალია - Ajara Glamping-ი გაფაროვდა

მოთხოვნა არატურისტულ სეზონზეც მაღალია - Ajara Glamping-ი გაფაროვდა

2023-05-16 03:59:41

 

ტურისტული კომპლექსი Ajara Glamping-ი  გაფართოებას განაგრძობს. ამ დროისათვის არსებულ 2 კოტეჯს კიდევ  2 დაემატა და მალე კიდევ ერთი დაემატება და მთლიანობაში Ajara Glamping-ის განთავსების 5 ობიექტს გააერთიანებს.

როგორც Business Insider Georgia-თან  Ajara Glamping-ის დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, თითო განთავსების ობიექტი 4 ადგილზეა გათვლილი. 

ფასები 110-ლარიდან 450 ლარამდეა (2 ადამიანზე).  Ajara Glamping-ი დამატებით სტუმრებს კვებას, სხვადასხვა სახის მინი ტურებსა და ადგილობრივ მუსიკალურ წარმოდგენებს სთავაზობს. 

2022 წელს Ajara Glamping-ის სტუმრების 60%-ი უცხოელები იყვნენ და მათ შორის გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობდნენ. 

Ajara Glamping-ის მფლობელი ამბობს, რომ მათ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არატურისტულ სეზონშიც კი სრული დატვირთვით მუშაობდნენ. 

„მიმდინარე სეზონზე სტუმრების 50%-ი უცხოელები, ხოლო 50%-ი საქართველოს მოქალაქეები არიან“, - განმარტავს თავართქილაძე.

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, როგორც Ajara Glamping-ში აცხადებენ ჯავშნები აქტიურია, რომელშიც  ძირითადად რუსეთიდან შესული ჯავშნები ლიდერობს. 

 „ზაფხულის სეზონზე ფასების ზრდას არ ვაპირებთ. ვცდილობთ, არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ“, - აცხადებენ Ajara Glamping-ში.

Ajara Glamping-ის კოტეჯები მდებარეობს ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები