დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია

ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია

2024-03-07 10:03:00

ოქროს ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

Comex-ის ბირჟაზე (ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის განყოფილება) ლითონის ტროას უნციაზე ფასმა ისტორიაში პირველად 2150 დოლარს გადააჭარბა.

ახალი ფასი 2154.3 დოლარია. 2024 წლიდან ოქროს ფასი განუხრელად იზრდება.

ოქროს ფასის ზრდას პროგნოზირებს კომპანია Fundstrat-ი გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივა და შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესია, რომლის ალბათობაც არ შეიძლება გამოირიცხოს.

პანდემიის შემდეგ, ასევე დაირღვა ნეგატიური კორელაცია აქციებსა და ობლიგაციებს შორის, სხვადასხვა აქტივებმა დაკარგეს პორტფელის ჰეჯირების ფუნქცია, ხოლო ოქრო შეიძლება გამოყენებულ იყოს დივერსიფიკაციისთვის.

ამ დროისთვის, ინვესტორების წილი ოქროში ჰეჯირების მიზნებისთვის უმნიშვნელოა. ამიტომ, თუ რეცესიის სცენარი განხორციელდება, გლობალური სამხრეთის ცენტრალური ბანკები დაიწყებენ ოქროსა და სავალუტო რეზერვების შემდგომ ფორმირებას და თუ გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაცია გაგრძელდება, ოქროს ფასის ზრდის პოტენციალი შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს.

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ტროას უნცია შესაძლოა, $2,175, ხოლო 2025 წლის ბოლოს - $2,275 ღირდეს. 

იგივე თემაზე: 

რა ფაქტორები მოქმედებს ოქროს ფასზე და როგორია 2024 წლის პროგნოზი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები