დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პიკმა გადაიარა და მშენებლობის სფერო სტაბილურ განვითარებას განაგრძობს - „არსი“

პიკმა გადაიარა და მშენებლობის სფერო სტაბილურ განვითარებას განაგრძობს - „არსი“

2023-04-28 16:19:10

მშენებლობის სფერო სტაბილურობას და სექტორულ ჭრილში ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. ეკონომიკური ზრდაზე გავლენის მასშტაბით სექტორი პირველ ადგილზეა.

როგორც კომპანია ,,არსის“ დირექტორი ბესიკ ორთოიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ვითარება დაბალანსდა და დარგი ბუნებრივად ვითარდება, რაც საბოლოოდ მომიჯნავე სფეროების განვითარებას განაპირობებს.

,,მშენებლობის სექტორში იგივე ტენდენციაა, რაც გასულ წელს, ზრდას ვინარჩუნებთ. განსხვავება ის არის, რომ დარგი აღარ ვითარდება ინერციით, ბუნებრივ კალაპოტში ჩადგა და სტაბილურად იზრდება.

მიუხედავად ამისა, ტრანზაქციები მარტიდან ოდნავ შემცირდა. ესეც ლოგიკურია, რადგან გასულ წელს ამ მხრივ არაორდინალური სიტუაცია გვქონდა და წელს დაბალანსდა ვითარება.

,,არსის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დაბალი ტემპით, მაგრამ ვიზრდებით! ველოდებით რომ ტრანზაქციები ცოტათი შემცირდება, მაგრამ ცვლილება დრამატული არ იქნება. რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკაში მშენებლობა გასულ წელს და წელსაც, ძირითადი დოვლათის შემქმნელია. მშენებლობის პარალელურად მომიჯნავე სფეროებიც სტაბილურად ვითარდება, მათ შორის, სამშენებლო-სარემონტო მასალები, ავეჯი და ფაქტობრივად ყველა მიმართულება, რომელიც მიბმულია ჩვენს საქმიანობაზე“, - ამბობს ბესიკ ორთოიძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა დარგში კადრები მხრივ შეიმჩნევა, მაგრამ ასე იყო პანდემიამდეც, ამიტომ ამ ფაქტორის ნეგატიური გავლენა მაინც და მაინც არ იგრძნობა.

,,კადრების პრობლემა ზოგადად არის, დიდი ხანია, რაც ეს ტენდენციაა საქართველოში. პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა განსაკუთრებით იმ პერიოდში გამოიკვეთა, ვინაიდან მოქალაქეების გადინება მაღალი იყო. ვერ ვიტყვი, რომ კადრების გამო კრიზისია, ასე ნამდვილად არ გვაქვს საქმე“, - აღნიშნავს ბესიკ ორთოიძე.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები