დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი - კვირის მიმოხილვა

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი - კვირის მიმოხილვა

2023-04-10 11:26:47

გალთ & თაგარტის 3-7 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, კვირის ჭრილში გაძვირდა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.91% წინა კვირასთან შედარებით და -4.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.85 - 28.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 124 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და - 8.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 186 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.00 - 23.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.29% წინა კვირასთან შედარებით და -6.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 195 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.65 - 7.97 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები