დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად იზრდება

რუსეთში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად იზრდება

2024-03-07 18:40:00

2024 წლის პირველ ორ თვეში, რუსეთის ფედერაციაში გაკოტრებული იურიდიული პირების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 60%-ით გაიზარდა.

როგორც Report Kommersant-ზე დაყრდნობით იუწყება, იანვარში რუსეთში 571 კომპანია გაკოტრდა, თებერვალში - 771. 2023 წელს შესაბამისად 364 და 478 კომპანია.  ამრიგად, 2024 წლის იანვარში ზრდამ დაახლოებით 57% შეადგინა, ხოლო თებერვლისთვის - 61%.

კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელმა ქვეყანაში 2021 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ზრდა. იურისტების აზრით, გასული წლის მორატორიუმის ეფექტი გაკოტრებაზე ამოწურულია და ახლა უნდა ველოდოთ გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობის ზრდას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები