დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საექსპოტო პროდუქციის ათეული 2023 წლის იანვარში - საქსტატი

საქართველოს საექსპოტო პროდუქციის ათეული 2023 წლის იანვარში - საქსტატი

2023-02-20 11:34:35

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 68.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.3 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები - 50.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.6 პროცენტი),

მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები - 20.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.0 პროცენტი). 

მეოთხე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 15 852.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი). 

მეხუთეა ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 9 973.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3,9 პროცენტი). 

მეექვსე ადგილზეა სპირტიანი სასმელები - 8 358.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.2 პროცენტი). 

მეშვიდეა თხილი და სხვა კაკალი - 7 399.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.9 პროცენტი). 

ექსპორტში მერვე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები - 6 418.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.5 პროცენტი). 

მეცხრე პოზიციაზეა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 5 398.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.1 პროცენტი). 

მეათე ადგილზეა სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 3 373.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 1.3 პროცენტი). 

დანარჩენი საქონელი - 62 271.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 24.1 პროცენტი). 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები