დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საგარეო ვალი 8.5 მლრდ დოლარამდეა

საქართველოს საგარეო ვალი 8.5 მლრდ დოლარამდეა

2023-04-19 15:38:05

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 473 025 ათას დოლარს შეადგენს, რაც ლარში დაახლოებით 21 712 549 ათასი ლარია.

2022 წლის მარტის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა  8 082 065 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით  25 064 910 ათას ლარს უდრიდა. 

მარტის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 039 860 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 20 585 259 ათასი ლარია.

2023 წლის მარტის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 923 211 ათასი დოლარია და საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები