დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სატრანსპორტო გადაზიდვები გაიზარდა

საქართველოში სატრანსპორტო გადაზიდვები გაიზარდა

2023-04-22 11:02:55

2023 წლის პირველ კვარტალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 3,1 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ 3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს  სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 47,3 მლნ ტონა იყო.

სამაგიეროდ საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის და ასევე 2022 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 1 მლნ ტონა შეადგინა.

2022 წელს ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების საერთო რაოდენობა 12.4 მლნ ტონა იყო.

რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას 2023 წლის პირველ კვარტალში 44,122 TEU/ერთეული შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28,681TEU, შესაბამისად ზრდამ 54%-ის დონეზე დაფიქსირდა.

2022 წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი ჯამი 477,094 TEU იყო. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები