დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და შეუფერხებლად მიმდინარეობს - სააგენტო 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და შეუფერხებლად მიმდინარეობს - სააგენტო 

2024-03-25 20:08:00

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურეობის ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

უწყების ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები.

„აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება.

ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს.

შეზღუდული ნებართვების გაცემა დაინტერესებულ პირთათვის ნებართვების რაციონალურად განაწილების პრინციპით სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში, საერთაშორისო გადაზიდვების ორმხრივი (იმპორტი/ექსპორტი) და ტრანზიტული ტიპის ნებართვების გაცემა დღემდე შეუზღუდავად მიმდინარეობს. აგრეთვე, ბოლო პერიოდში პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, გაცვლილი ნებართვების რაოდენობამ უპრეცენდენტოდ მაქსიმალური ოდენობა შეადგინა“, - აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები