დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი მარტში ყველაზე მაღალი ჰორეკა სექტორში იყო

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი მარტში ყველაზე მაღალი ჰორეკა სექტორში იყო

2023-04-10 11:45:43

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მარტი თებერვალთან შედარებით 0,1%-ით არის შემცირებული.

წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (11,7%). მეორე ადგილზეა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11,1%, ხოლო შემდეგ მოდის საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 10%.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი გაზრდილია 7,2%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4,5%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება -  6,8%-.

სამაგიეროდ შემცირებაა HICP-ის მხრივ ჯანმრთელობის დაცვაში, ამ სეგმენტში მარტიდან მარტამდე კლება 9,3%-ია, ხოლო ტრანსპორტის სამოხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 8,7%-ითაა გაიაფებული. კავშირგაბმულობის HICP -ი კი 3,5%-ითაა დაკლებული. 

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები