დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ირაკლი კობახიძე

2024-03-24 00:31:00

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე  ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.

 

„ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე  ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მემგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციოუმრავლესობას", - განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები