დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
 სუდანში, სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა

 სუდანში, სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა

2023-04-21 10:45:15

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუდანში ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა, რომელიც ლიზინგით Badr Airlines-ს ჰყავდა აყვანილი და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.

იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა ვიდეო მასალას twitter.com-ზე JACDEC ავრცელებს.

როგორც ცნობილია ამ დროისათვის სუდანში  Myway Airlines-ის 13 თანამშრომელია ჩარჩენილი. შეგახსენებთ, რომ სუდანში არეულობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 15 აპრილს დაიწყო, რა დროსაც სწრაფი რეაგირების ძალებმა ხარტუმის აეროპორტი აიღეს.იმავე დღესვე განადგურდა SkyUp Airlines-სა და Saudia-ს ბორტები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები