დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში ინფლაციის განაკვეთზე სურსათის გავლენა 59.06% იყო

თებერვალში ინფლაციის განაკვეთზე სურსათის გავლენა 59.06% იყო

2023-03-05 12:52:41

დაღმავალი ტრენდის მიუხედავად ინფლაციის განაკვეთი ჯერ კიდევ შორს არის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სამიზნე ინფლაციისგან, რომელიც 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით 3% შეადგენს.

ეროვნული ბანკის თებერვლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, ინფლაციის განაკვეთის 5.4% -მდე შემცირება, რაც ბოლო 22 თვის განმავლობაში მიზნობრივ ინფლაციის ნიშნულთან ყველაზე ახლოს იქნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციური ფონის სამართავად გარდა სხვა ბერკეტებისა, ეროვნული ბანკის მიერ 2022 წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთი 11% -ით განისაზღვრა, რომელიც თებერვლის მდგომარეობით (28.02.2023) უცვლელია.

2023 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემდეგი ქვეჯგუფის პროდუქცია გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 14.0%;
  •  საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და გათბობის სხვა სახეები 12.4%;
  •  ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 10.1% ;
  •  სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 14.8%; 

ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან, ყველაზე დიდი გავლენა ინფლაციის განაკვეთის ჩამოყალიბებაზე სწორედ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 14 პროცენტიანმა გაძვირებამ მოახდინა, რადგან ინფლაციის ჩამოყალიბებაში საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით 33%-იანი ხვედრითი წილი აქვს, შესაბამისად მთლიან ინფლაციაში 59.06% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის, მხოლოდ სურსათის (რომელიც ქვეკატეგორიაა) წილი კი 54.04 % შეადგენს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით გამოიკვეთა სხვა კატეგორიებიც, რომლებსაც ასევე მაღალი გავლენა აქვთ ინფლაციის განაკვეთზე.

მაგალითად, (საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და გათბობის სხვა სახეები) ამ ქვეჯგუფის ხვედრითი წილი თებერვლის ინფლაციაში 13.97%-ია. (ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება) ამ ქვეჯგუფის ხვედრითი წილი თებერვლის ინფლაციაში 6.5%-ია, ხოლო სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების - ხვედრითი წილი თებერვლის ინფლაციაში 5.67% -ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ინფლაციის განაკვეთმა 8.1% შეადგინა.

ინფლაციის განაკვეთი შემცირებულია წინა თვის მონაცემებთან შედარებით (9.04%). 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები