დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება

2023-04-24 14:04:58

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა.

 

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი... დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო შვებულებებიდან? ასე რომ, ეს პოლიტიკური სპეკულაცია. ისე არიან დაბოღმილები, რომ არ იციან, რა თქვან. როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს? კომუნისტების შემდეგ აქ სამუშაოები აღარავის უწარმოებია, იცვლებოდა მხოლოდ გზის საფარი და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები