დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცვლილების მისაღებად კარგი დროა - დავით სონღულაშვილი ავტოდაზღვევის კანონპროექტზე

ცვლილების მისაღებად კარგი დროა - დავით სონღულაშვილი ავტოდაზღვევის კანონპროექტზე

2023-02-27 17:12:27

სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნას პარლამენტი გაითვალისწინებს და „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა“ სავალდებულო გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეგვესრულებინა. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ.

დამატებით დეტალებზე ვრცლად ჯერ ვერ ვისაუბრებთ, ბევრი ნიუანსია შესასწავლი და გასაანალიზებელი, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის სტრუქტურებში დალაგდება და გავა კენჭისყრაზე. ვფიქრობ, ცვლილების მისაღებად საჭირო და კარგი დროა, მთავარია, რომ არსებულ გამოწვევას გავუმკლავდებით და ქვეყანა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის გათვლებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10% -მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში მარტო ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯამში 30-40 მილიონ  ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხითაც.

„დანამდვილებით ვიცით, რომ ავარიების დიდი რაოდენობა ფაქტობრივად არ ანაზღაურდება. მრავალი ადამიანი შრომის უნარს კარგავს, დიდი პრობლემა და სამომავლოდ ეს სიტუაცია დალაგდება და ქვეყნის მასშტაბით ანაზღაურდება. მთელი მსოფლიო განიხილავს ავტოდაზღვევას, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.  

რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაზღვევო კულტურა, რის მოლოდინიც გვაქვს. მარტო ჯანდაცვის ნაწილში 7-10% მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა, ჯამში 30-40 მილიონზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დაზოგავს.

შრომის უუნარობის შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა და მატერიალური ზარალის კომპენსაციას მოახდენენ. მრავალმხრივ აუცილებელი ვალდებულებაა. აღმოსავლეთ ევროპაში 8%-ზე მეტი, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 10%-ზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე. ჩვენი ავტოპარკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, რომლის დიდი ნაწილი ახლა არ ჩანს.

შესაბამისად, ადამიანებისთვის დიდი ფინანსური ზიანის ანაზღაურება მოხდება სწრაფად და ხარისხიანად. ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სერიოზულ შედეგს ველოდებით“, -  ამბობს დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia - თან.

სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას, წლებია ელოდება.

კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები