დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apple ახალ iPhone-ებზე ფასებს გაზრდის

Apple ახალ iPhone-ებზე ფასებს გაზრდის

2023-03-18 12:00:20

Apple-ის ახალი პრემიუმ სმარტფონები უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ახლანდელი მოდელების ღირებულებაა. ამის შესახებ  MacRumors-ი იტყობინება.

Haitong International Securities-ის ანალიტიკოსის ჯეფ პუს თქმით, ამერიკულ კორპორაციას ახალი მოწყობილობების გაზრდილი ღირებულების კომპენსირება მოუწევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ iPhone 15 Pro და 15 Pro Max-ის ფასები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max-ის მოდელების, რაც მათ შექმნაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება.

ჯეფ პუ მიიჩნევს, რომ სერიის საუკეთესო გაჯეტები მიიღებენ ტიტანის ახალ ჩარჩოს, მყარ ღილაკებს ტაქტილური გამოხმაურებით Taptic Engine მოდულებით და გაუმჯობესებულ ლინზას. ასევე, Apple იძულებული იქნება გაზარდოს ფასები ფლაგმანებზე ახალი A17 Bionic პროცესორის გამოყენებისა და ოპერატიული მეხსიერების გაზრდის გამო.

ანალიტიკოსმა მომავალი გაჯეტების ღირებულება არ გაამჟღავნა. თუმცა სავარაუდოდ საბაზო მოდელების iPhone 15-ისა და 15 Plus-ის ფასები სავარაუდოდ იგივე დარჩება.

Apple-მა რამდენიმე წელია რაც iPhone-ის პრემიუმ მოდელებზე ფასები შეაჩერა. მაგალითად, აშშ-ში iPhone 14 Pro ხელმისაწვდომია 999 დოლარად, იგივე ფასი, რაც 2017 წელს გამოშვებული iPhone X ღირდა.

iPhone 14 Pro Max-ის ღირებულება იწყება $1099-დან, ეს კი იგივე ფასია, რაც iPhone Xs Max-ი ღირდა, რომელიც 2018 წელს გამოუშვეს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები