დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში 200-მდე ადგილობრივი გადაამზადა

ComCom-მა ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში 200-მდე ადგილობრივი გადაამზადა

2023-03-02 14:10:38

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის სოფელ თხილნარისა და აჭარისწყლის 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა 13 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის 200-მდე ადგილობრივი გადამზადდა.

მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები