დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Twitter-ის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია

Twitter-ის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია

2023-05-14 09:00:32

NBCUniversal-ის ყოფილმა მენეჯერმა, ლინდა იაკარინომ, რომელიც Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, მადლობა გადაუხადა სოციალური ქსელის მფლობელ ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს და განაცხადა, რომ მასთან ერთად სოციალური ქსელის გარდაქმნა სურს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

„დიდი ხანია შთაგონებული ვარ თქვენი ხედვით, შექმნათ ნათელი მომავალი. მოხარული ვარ, რომ დავეხმარო ამ ხედვის Twitter-ზე გადატანას და ამ ბიზნესის ერთად გარდაქმნას“, - დაწერა იაკარინომ და უპასუხა მასკის ტვიტს მისი დანიშვნის შესახებ.

ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ისეთი ნაყოფიერი, როგორც მასკი, მაგრამ ისეთივე ერთგულია პლატფორმის მომავლის მიმართ.

მან ასევე მოიწვია მომხმარებლები, დაეტოვონ წინადადებები და ერთად შექმნან Twitter 2.0.

12 მაისს ამერიკელმა მეწარმემ და მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ექვს კვირაში დატოვებს.

მასკმა Twitter-ის შეძენის პროცესი 2022 წლის 27 ოქტომბერს დაასრულა. 28 ოქტომბერს ტავად გახდა კომპანიის ხელმძღვანელი და მმართველი გუნდი გაათავისუფლა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები